Thursday, July 25, 2013

სასწავლო პროექტი


პროექტის  სახელწოდება: ,,განძის გუშაგი“



პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან  ჩვენი  მშობლიური კუთხის,  სასიქადულო  მამულიშვილის  ე ქ ვ თ ი მ ე      თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი ს  ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

         პროექტის  აქტუალობა: რადგან  2013 წელი  მიჩნეულია  ექვთიმე  თაყაიშვილის  წლად, მოსწავლეები  გაეცნობიან  მის  მოღვაწეობას და ბიოგრაფიას, ჩამოუყალიბდებათ ზნეობრივი  ღირებულებები. შეისწავლიან  ინფორმაციის  მოპოვების  გზებს,  განუვითარდებათ  დამოუკიდებელი  მუშაობის  უნარ-ჩვევები.

პროექტის  მიზანი:  შეისწავლონ   ექვთიმე  თაყაიშვილის  ბიოგრაფია  და მისი  უდიდესი  ღვაწლი  საქართველოსა  და ქართველი  ერის  წინაშე.

მოსწავლეთა  ასაკი: 8-9 წელი.

      მოსალოდნელი  შედეგები: მოსწავლეებს  გამოუმუშავდებათ  ზნეობრივი  ღირებულებები, შეძლებენ  ინფორმაციის მოპოვებას  და დახარისხებას,  განუვითარდებათ  პრეზენტაციის  უნარი.

            პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები: წიგნი,  კომპიუტერი,საჭირო  ლიტერატურის  შეგროვება : სურათები,  ფოტოაპარატი,  სტენდი.

              პროექტის  მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები)
     აქტივობა  1. ბავშვებს  ვასწავლი  და  ვაძლევ  მითითებებს, თუ  როგორ  მოიპოვონ ინფორმაცია  ექვთიმე  თაყაიშვილის  ცხოვრებისა  და  მოღვაწეობის შესახებ.
         აქტივობა 2.  საპროექტო  ჯგუფის ჩამოყალიბება.
                     კლასის  დაყოფა 2 ჯგუფად  შემთხვევითი  შერჩევის  პრინციპით.
      1 ჯგუფი- ვაძლევ  დავალებას , უფროსების  დახმარებით მოიძიონ ინფორმაცია(ინტერნეტის  საშუალებით)  ექვთიმე  თაყაიშვილის  ცხოვრებასა  და მოღვაწეობაზე.
         2  ჯგუფი- ვაძლევ  დავალებას  ოჯახის  წევრებიდან,  უფროსებიდან ,  მოიპოვონ  ინფორმაციები  ექვთიმე  თაყაიშვილის  შესახებ.
             აქტივობა  3  ვაწყობ  ექსკურსიას  ლიხაურში,  ექვთიმე  თაყაიშვილის  მუზეუმში,   მისი  ც ხოვრების და  მოღვაწეობის   შესახებ ინფორმაციის  მოსაპოვებლად.
             აქტივობა  4  მოსწავლეების  მიერ  მოპოვებ ული  ინფორმაციის დაახარისსხება და  ჯგუფების  მიერ  ზეპირი  ინფორმაციის  წარმოდგენა.
              აქტივობა  5  საკლასო  ოთახში  ე.  თაყაიშვილის ბიოოგრაფიასა  და  მოღვაწეობაზე (სურათთან  ერთად) ინფორმაციის  გაკეთება  და  გაკვრა  კედელზე (საკლასო  ოთახში) 
               აქტივობა  6  პროექტის  შეფასება
შეფასების კრიტერიუმი
                             
             
           
ინფორმაციის მოპოვება  და  დახარისხება
დამოუკიდებლად ახერხებს ინფორმაციის მოპოვებას  და შეუძლია  მისი  გამოყენება
შეუძლია  ინფორმაციის მოპოვება, უჭირს  დახარისხება.
დამოუკიდებლად არ შეუძლია  ინფორმაციის  მოპოვება , დახარისხება.
ჯგუფური  მუშაობა  და პრეზენტაცია
ჩართულია ჯგუფის  მუშაობაში  კარგად  თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, აკეთებს დასკვნებს  და პრეზენტაციას.
თანამშრობლობს  ჯგუფთან, გამოაქვს დასკვნები, უჭირს პრეზენტაციის  გაკეთება.

უჭირს  ჯგუფურ მუშაობაში ჩართვა, პრეზენტაციის გაკეთება არ შეუძლია.
           
საგანთან  კავშირი: ქართული  ენა
ეროვნულ   გეგმასთან კავშირი
ქართ: 1.  2. მოსწავლე  გადმოსცემს  მარტივ ინფორმაციას  ნაცნობ  თემებზე.
ქართ: 1.  3. მოსწავლე  იცავს  მართლმეტყველების  ელემენტარულ  წესებს.

                    ო ე                                     ი: მ. ქარჩილაძე

               ხელმძღვანელის  ელ-ფოსტა: qarchiladzemzia@gmail.com